დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ჩვენმა გუნდმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვასილ მაისურაძის შეგირდები საბურთალოს U17 გუნდ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლიეს.
პირველი ნახევარი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან გატანილი ბურთებით გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე და გაგა მურცხვალაძე გამოირჩნენ.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
შერმადინი (ისიანი), კაკაბაძე (დოლიძე), თევზაძე, მელიქიძე (მაისურაძე), მურუსიძე (ნემსაძე), ჭეჭელაშვილი (ნიკვაშვილი), გოროზია (კიტოვანი), ლობჟანიძე (ჯაფიაშვილი), პაპუნაშვილი (კვარაცხელია), წილოსანი (მურცხვალაძე), მესხი (იბრაგიმოვი)