• Geo
  • Eng
10.02.2013
მომდევნო სპარინგი ტირასპოლთან

დინამოელები მორიგ სპარინგს მოლდავეთის უმაღლესი ლიგის მესამე ადგილოსან ტირასპოლთან გამართავენ. 1992 წელს დაარსებული კლუბი ძირითადად წითელ–მწვანე ფერებში იმოსება. ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქე საშინაო შეხვედრებს სტადიონ შერიფზე ატარებს, რომელიც 14 300 მაყურებელს იტევს.

ტირასპოლის ისტორიაში საუკეთესო სეზონი 1996 წლით თარიღდება, როდესაც გუნდმა მოლდავეთის ჩეპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასის მოპოვებაც მოახერხა. ტირასპოლმა უკანასკნელი ტიტული 2000 წელს მოიგო, გუნდმა ქვეყნის თასზე მეორე გამარჯვებას მიაღწია.

მოლდავური კლუბი ევროასპარეზზე დიდი მიღწევებით ვერ გამოირჩევა. ტირასპოლის ევროპული დებიუტი 1996/1997 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე შედგა – გუნდი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. ტირასპოლმა უკანასკნელი ევრო–მატჩი 2008/2009 წლების სეზონში, ინტერტოტოს თასზე, უკრაინულ ტავრიასთან გამართა და ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, დინამო თბილისი 11 თებერვალს თბილისის დროით 17:00 საათზე ტირასპოლს დაუპირისპირდება და მატჩის ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024