• Geo
  • Eng
09.02.2013
დინამოელებმა პოლონია დაამარცხეს

თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა პოლონეთის ექსტრაკლასას მესამეადგილოსან პოლონიას 2:1 სძლიეს. მატჩის 6–ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, პოლონელი ფეხბურთელები დინამოელთა შეცდომის შედეგად დაწინაურდნენ. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. 11–ე წუთზე ვარშაველთა კარის სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა, ბურთი ირაკლი ძარიას მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 58–ე წუთზე დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა – 2:1 დინამოელთა სასარგებლოდ.

 

დღევანდელ მატჩში დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

 

ლორია, რეხვიაშვილი, მილხრაუმი, ძარია (პაპავა 42’), გლიშიჩი (მერებაშვილი 46’), ხმალაძე (დიასამიძე 74’), სეთურიძე, კოტო (ჯიღაური 74’), უსტარიცი (შაშიაშვილი 42’), ჩისკო (დვალი 46’), ტატანაშვილი (შინდაგორიძე 72’)

 

პოლონურ კლუბთან სპარინგ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლევან ტყეშელაშვილს, თორნიკე ზარქუას, გივი კვარაცხელიას, ემანუელ მენდის, მიკელ ალვაროს, გიორგი გველესიანს (მაღალი ტემპერატურა) და დავით ხოჭოლავას (მიკრო ტრავმა)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024