დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ამჯერად რუსთავის მეტალურგის მეორე გუნდი იყო. ბაზაზე გამართული სპარინგი ვასილ მაისურაძის შეგირდების დამაჯერებელი გამარჯვებით – 5:0 დასრულდა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში გაიხსნა, მეთერთმეტე წუთზე საბა ლობჟანიძემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 1:0. გიორგი პაპუნაშვილმა შეხვედრის მეოცე წუთზე დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, 21–ე წუთზე კი გატანილი გოლით კვლავ ლობჟანიძე გამოირჩა.
მეორე ნახევარის მეორე წუთზე გოლი გაგა მურცხვალაძემ გაიტანა და ანგარიში 4:0 გახდა. 67–ე წუთზე კი ვანო წილოსანმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა და მატჩის საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა – 5:0.
დღევანდელ სპარინგში ვასილ მაისურაძემ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
შერმადინი (ისიანი 66’), მელიქიძე (ნემსაძე 60’), მესხი (მურცხვალაძე 46’), ლობჟანიძე (გაბუნია 60’), ჭეჭელაშვილი (კიტოვანი 46’), კვარაცხელია (წილოსანი 46’), თევზაძე (ნოზაძე 72’), კაკაბაძე (იბრაგიმოვი 60’), მორუსიძე (ნიკვაშვილი 72’), პაპუნაშვილი (მაჭავარიანი 46’), გოროზია (ჯაფიაშვილი 29’)
დღევანდელი სპარინგის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ჩვენი გუნდის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე