დინამოელები ანთალიური შეკრებიდან დაბრუნდნენ. სეზონის დასკვნითი ეტაპისთვის მზადებას გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. პარასკევს დასვენების დღე იყო. შაბათს კი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა გუნდი ორჯერ ავარჯიშა. წვრთნაში მონაწილეობა 22-მა ფეხბურთელმა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ოთარ ხიზანეიშვილმა, რომელიც ტრავმის გამო გუნდს თურქულ შეკრებაზე არ ახლდა. დინამოს ხვალ შეუერთდება სლოვაკი შემტევი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, ორშაბათს კი ბასკი უსტარიცი.
დღევანდელი ვარჯიშის ფოტოები იხილეთ ჩვენი გუნდის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე