დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. დღეს ვასილ მაისურაძის შეგირდები საქართველოს U-17 ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ორმოც წუთიანი ტაიმები გუნდებმა ფრედ – 1:1 ითამაშეს. დღევანდელ სპარინგ მატჩში ჩვენი გუნდის რიგებიდან გატანილი გოლით ალექსანდრე კვარაცხელია გამოირჩა, რომელმაც 35–ე წუთზე გახსნა ანგარიში. შეხვედრის 48–ე წუთზე კი მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ ფრე – 1:1.
დინამოელთა შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში ასეთი იყო:
შერმადინი, კაკაბაძე, თევზაძე, მელიქიძე, მორუსიძე, ჭეჭელაშვილი (ნიკვაშვილი 70’), გოროზია (კიტოვანი 51’), პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, მაჭავარიანი (მესხი 41’), კვარაცხელია (გოგინაშვილი 56’)