დღეს ჩვენი გუნდის ადმინისტრატორი- ბესიკ ბერაძე იუბილარია. მას 45 წელი შეუსრულდა. ბესიკ ბერაძე ფეხბურთელობის პერიოდში საქართველოს ნაკრებში და თბილისის დინამოშიც გამოდიოდა. იგი 1992-1995 წლებში სამი სეზონის განმავლობაში იცავდა ჩვენი გუნდის ღირსებას. ვულოცავთ ბესიკს დაბადების დღეს, დინამოს წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას.