საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას დინამოელები საკუთარ მოედანზე, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენი გუნდი ფოთის კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში დღემდე 51–ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში დედაქალაქელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 34 მოგება, 10 ფრე, 7 მარცხი. დინამოსა და კოლხეთის ურთიერთშეხვედრებში დინამოელთაგან მეტოქის კარში პირველი ბურთი ჩვენი გუნდის უფროსმა, დინამოს ყოფილმა კაპიტანმა – გია ჯიშკარიანმა გაიტანა. ჩვენმა გუნდმა ყველაზე დიდი ანგარიშით კოლხეთი 1998 წლის 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში დაამარცხა – 6:1 თბილისელთა სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში რატი ალექსიძემ და ლევან ცქიტიშვილმა ჰეთ–თრიქი შეასრულეს. 2006 წლის 6 მაისს და 2012 წლის 2 სექტემბერს დინამომ საშინაო მატჩი კოლხეთის წინააღმდეგ იდენტური ანგარიშით – 5:0 მოიგო, ორივე თამაშში ჯაბა დვალმა მეტოქის კარში სამ–სამი ბურთის გატანა მოახერხა.