ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე 2012/2013 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბათუმის დინამოში ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება გუნდის და ფეხბურთლის საერთო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ვიმედოვნებთ, რომ ნიკას ბათუმის დინამოში სათანადო სათამაშო პრაქტიკა ექნება, მიიღებს საჭირო გამოცდილებას და კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ფეხბურთელი. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეს, რომელზეც მომავალში დინამო დიდ იმედებს ამყარებს.