დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართეს და მინიმალური ანგარიშით – 1:0 იმარჯვეს. მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, დედაქალაქელებმა ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. თამაშის 85–ე წუთზე კი გოლი ესპანელი კარლეს კოტოს გადაცემით მისმა თანამემამულე ჩისკომ გაიტანა.
კოლხეთი 0:1 დინამო თბილისი
გოლი: 0:1 ჩისკო 85’
კოლხეთი: ბუბუტეიშვილი, კილასონია, ფარულავა, გოგონაია, კრასოვსკი, კვანტალიანი (ბუხაიძე 85’), ჩადუნელი, ჯანაშია, ლორია, ქორჩილავა (მოისწრაფიშვილი 76’), ხოშტარია (წაბრია 64’)
დინამო: ლორია, შაშიაშვილი, კვარაცხელია, მილხრაუმი, სეთურიძე, ძარია, გრაიციარი, ალვარო (კოტო 75’), მერებაშვილი (პაპავა 72’), დვალი (ხოჭოლავა 88’), ჩისკო
გაფრთხილება: კილასონია 64’ გოგონაია 88’ – შაშიაშვილი 68’, ძარია 88’