• Geo
  • Eng
20.10.2013
მწვრთნელებმა დინამო – ჩიხურა შეაფასეს

დინამო არენაზე გამართული დინამო 6:1 ჩიხურას დასრულების შემდეგ სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – პირველი გოლი ძალიან იოლად გავიტანეთ და ფეხბურთელებმა ყურადღება მოადუნეს, შედეგად ჩვენ კარში გოლი გავუშვით. მეორე ტაიმის დაწყებამდე ბიჭებს მეტი კონცენტრაციისკენ, შეტევისკენ და აქტიურობისკენ მოვუწოდე. გასახდელში მიღებული დარიგებები ფეხბურთელებმა მოედანზე თამაშში ასახეს და ანგარიშიც შესაბამისი მივიღეთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამარჯვებით, საერთო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა, ინდივიდუალურად კი გიორგი ლორიას და ირაკლი ძარიას გამოვარჩევდი. წინ მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის ტორპედოსთან თამაში გველის და ამ შეხვედრისთვის ყველანი სათანადოდ მოვემზადებით.

 

სოსო ფრუიძე – პირველ რიგში კოლეგას მივულოცავ გამარჯვებას. დიდი ანგარიშით გვაქვს წაგებული და სალაპარაკო არც არაფერია. პირველი ნახევრის შემდეგ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი ანგარიში დაფიქსირდებოდა – მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ დინამო იყო. ფაქტია გუნდი გასაძლიერებელია. პირველ რიგში ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრა არის. შემდეგ კი გაძლიერების შემთხვევაში მაღალი მიზნებზეც ვიფიქრებთ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024