• Geo
  • Eng
14.11.2022
ნიაზ ძიაპშიპა

დინამო თბილისის გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი, გუნდის მცველი - ნიაზ ძიაპშიპა 1927 წელს დაიბადა. ნიაზი დინამო თბილისის შემადგენლობაში 1947-1959 წლებში ასპარეზობდა და ჩვენი გუნდის რიგებში 214 მატჩი ჩაატარა. არის სსრკ- ს პირველობის ვერცხლის (1951) და ორგზის ბრინჯაოს (1946, 1950) მედლების მფლობელი. ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში (1948, 1949, 1951 და 1952 წლებში). 1969-1970 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1976-1977 წლებში გუნდის უფროსი. ნიაზ ძიაპშიპა 1993 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024