საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლომდე ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 16 ნოემბერს გორში ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 21 ნოემბერს უკრაინას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძემ აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 6 ფეხბურთელს უხმო: ლუკა კუტალაძე, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ოსიყმაშვილი, სანდრო კალანდაძე და გაბრიელ სიგუა ისრაელი/უკრაინასთან სათამაშოდ მოემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში 17 წლის გაბრიელ სიგუას პირველად უხმეს. მატცებისთვის ასევე გამოძახებული გახლდათ გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელიც ამხანაგურ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს.