• Geo
  • Eng
04.10.2022
დინამო თბილისის განცხადება
დინამო თბილისის სპორტულ პერსონალში ცვლილებებია. კლუბის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შრომითი ხელშეკრულება ფიზ. მომზადების მწვრთნელს თამაზ ბაბილოძეს შეუწყდა, 8 სექტმბრიდან კი, სპორტულ დირექტორს ალექსანდრე რეხვიაშვილს.
 
​შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე რეხვიაშვილმა თბილისური გუნდის სპორტული დირექტორის თანამდებობა 2021 წელს დაიკავა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად სწორედ ის იყო პასუხისმგებელი გუნდის სპორტულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება თამაზ ბაბილოძეს, იგი 2017-20 წლებში დინამო თბილისის აკადემიაში მუშაობდა, 2020 წლიდან დღემდე კი, დინამოს პირველი გუნდის ფიზ. მომზადების მწვრთნელი გახლდათ.
​საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი, ორივე მათგანს გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024