• Geo
  • Eng
06.03.2013
დინამო 2–მა სქური დაამარცხა

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველი ლიგის გათამაშების მეთვრამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო 2– მა წალენჯიხის სქურს უმასპინძლა. თმაში დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და რამაზ მუმლაძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა. შეხვედრის 29– ე წუთზე ლაშა პარუნაშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ხუთი წუთის ინტერვალში დინამოელებმა სამჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა. 52– ე და 57– ე წუთებზე ბუბა რუხაძემ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 55– ე წუთზე ერთი გოლი თავის ანგარიშზე ბუდუ ზივზივაძემ ჩაიწერა. მატჩის საბოლოო ანგარიში გელა ჭკუასელმა დააფიქსირა, როდესაც 85– ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა.

დინამო–2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე, გურეშიძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი, ფოცხვერია (რუხაძე 46), თექთურმანიძე (ჩაფიძე 46), არახამია, ზივზივაძე (ჯიშკარიანი 56)

სქური: ხარჩილავა, ღარიბაშვილი, ფაცაცია, ყურუა, მიქენაია, რაფავა, სართანია, გაბუნია, ბოჯგუა, ფურთუხია, ჭკუასელი

გოლი: 1:0 პარუნაშვილი 29’ 2:0 რუხაძე 52’ 3:0 ზივზივაძე 55’ 4:0 რუხაძე 57’ 4:1 ჭკუასელი 85’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024