საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპზე დინამოელები ურთიერთობას პირველი ლიგის A ზონის ლიდერთან, ლანჩხუთის გურიასთან გაარკვევენ. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად 13 მარტს გამართავს, საპასუხო თამაში კი 10 აპრილს – დინამო არენაზე შედგება.