• Geo
  • Eng
09.03.2013
მწვრთნელები დინამო – ზუგდიდს აფასებენ

დინამო არენაზე გამართული დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა და შესაბამისად მეტოქის კარში პირველი გოლის გატანაც გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა. ჩვენი მთავარი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ მეტოქე გუნდის ცხრა ფეხბურთელი კარის დაცვით გახლდათ დაკავებული. სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით განვაახლეთ. მომდევნო მატჩი დინამო არენაზე გორის დილასთან გვაქვს, ეს დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლავთ და ვეცდებით უფრო უკეთესი თამაში ჩავატაროთ,  ვიდრე დღეს ვითამაშეთ.

 

ელგუჯა ქომეთიანი – თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. დინამო ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდია და ახლოსაც არის ამ მიზანთან. დინამოსთან შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდით, მაგრამ ფარ–ხმალი არ დაგვიყრია და მოედანზე საბრძოლველად გამოვედით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდში ყველა ადგილობრივი თამაშობს და გამონაკლისების გარდა ძალზედ ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი თამაშის მოგება შეგვეძლო, თუმცა ჩემს ბიჭებს მთელ რიგ ეპიზოდებში უკეთესად თამაში შეეძლოთ – გამოცდილების ნაკლებობა სახეზე იყო. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო შეხვედრებში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024