ჩვენი გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, 20 წლის დავით ხოჭოლავამ 3 მარტს გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. დღეს დავითს ჩვენი გუნდის მთავარი ექიმის მეთვალყურეობით ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობის შესახებ მერაბ ვარძუკაშვილს გავესაუბრეთ.
მერაბ ვარძუკაშვილი - დავით ხოჭოლავა სამ მარტს ვარჯიშზე დაშავდა. მას მარჯვენა ტერფის მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა აქვს.მას დღეს დილით ოპერაცია "ევრომედში" გაუკეთდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს, კლინიკიდან ხვალ გამოწერენ. რეაბილიტაციის პერიოდი კი რამდენიმე კვირას გასტანს.