• Geo
  • Eng
11.03.2013
გამარჯვება ქედაში

დღეს ქედაში, ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის გათამაშების მეცხრამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო– 2 ქედის ბეთლემს დაუპირისპირდა. თამაში დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და რამაზ მუმლაძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 დასრულდა. შეხვედრის 27– ე წუთზე არჩილ ტვილდიანმა ანგარიში გახსნა. ბუდუ ზივზივაძემ მეორმოცე წუთზე ორამდე გაზარდა დინამოელთა უპირატესობა. მეორე ტაიმში თბილისელებმა ასევე ორჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა. ბიძინა მახარობლიძემ მესამოცე წუთზე მესამე გოლი გაიტანა ბეთლემის კარში, ხოლო 83– ე წუთზე გიორგი თექთურმანიძემ საფინალო ანგარიში დააფიქსირა. 4:0 დინამოს სასარგებლოდ.

დინამო–2: ტყეშელაშვილი, კაკულია, გურეშიძე, ვეკვესკირი, ტვილდიანი, რეხვიაშვილი (მახარობლიძე 46), სარიშვილი, პარუნაშვილი (ჯიშკარიანი 62), რუხაძე, არახამია, ზივზივაძე (თექთურმანიძე 46)

გაფრთხილება: ჯიშკარიანი, ტვილდიანი

გოლი: 0:1 ტვილდიანი 29’ 0:2 ზივზივაძე 40’ 0:3 მახარობლიძე 60’ 0:4 თექთურმანიძე 83’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024