დღეს ტყიბულში დინამო–2 ადგილობრივ მეშახტეს დაუპირისპირდა. პირველი ლიგის XXI ტურის მატჩში დინამოელები მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები მოისაკლისა.
დინამო–2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე (კაკულია 70’), თევზაძე, გურეშიძე, კაკაბაძე, სარიშვილი, მახარობლიძე, რეხვიაშვილი, რუხაძე (საბაძე 80’), არახამია, მათიაშვილი (ჯიშკარიანი 50’)
გაფრთხილება: მახარობლიძე