ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანის გუნდს გაეჯიბრა. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ფრედ – 1:1 ითამაშეს. ახალგაზრდა ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში დინამო თბილისის ხუთი ფეხბურთელი – არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა და ლაშა პარუნაშვილი ვიხილეთ. კიდევ ერთ დინამოელს, ლაშა ჩაფიძეს, რომელიც ნაკრებთან ერთად იმყოფება შეკრებაზე, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.