ჩვენი გუნდის ლეგენდარულ მეკარეს- ოთარ გაბელიას დღეს 60 წელი შეუსრულდა. ბატონი ოთარი დინამოს ღირსებას 10 წლის მანძილზე იცავდა (1977-1982 და 1985-1989 წლებში). ჩვენი გუნდის ყველაზე წარმატებული პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981 წელი), 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი. პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი. 1979 წლის სპარტაკიადის და თასის გათამაშების ფინალისტი. საბჭოთა კავშირის 1979 წლის საუკეთესო მეკარე. სსრკ- ს ნაკრებში ჩატარებული აქვს 1 მატჩი. ოთარ გაბელიამ დინამოს კარის მშრალად შენახვა 131- ჯერ შეძლო. ვულოცავთ ბატონ ოთარს 60 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.