• Geo
  • Eng
23.03.2013
დინამო 3:2 სიონი

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ამხანაგური შეხვედრა უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის წარმომადგენელთან, ბოლნისის სიონთან გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 3:2 სძლია. ანგარიში ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩის მეათე წუთზე გახსნეს, გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა – 1:0. ანგარიშში წონასწორობა 28–ე წუთზე ლადო ახალაიამ აღადგინა – 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჩვენი გუნდი კვლავ დაწინაურდა, გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა – 2:1. შეხვედრის 54–ე წუთზე გიორგი ჩივაძემ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. სპარინგ–მატჩის საფინალო რეზულტატი კი 82–ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა ზუსტი დარტყმით დააფიქსირა – 3:2.

 

დინამო თბილისი 3:2 სიონი ბოლნისი

გოლები:

1:0 დვალი 12’

1:1 ახალაია 28’

2:1 ტატანაშვილი 45’

2:2 ჩივაძე 54

3:2 მერებაშვილი 82’

 

დინამო: ზარქუა, მილხრაუმი (მერებაშვილი 46’), შაშიაშვილი (გველესიანი 68’), ხმალაძე, გლიშიჩი, დვალი (ჩისკო 46’), კვარაცხელია, გრაიციარი, კოტო (ალვარო 55’), სეთურიძე, ტატანაშვილი (შინდაგორიძე 62’)

 

სიონი: ბობღიაშვილი, ფოფხაძე, ორბელაძე, ქემოკლიძე, ელიავა, ცხადაია, ნემსაძე, მანწკავა, კლიმიაშვილი, ბეგლარიშვილი, ახალაია

მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ: მერლანი, ლექვთაძე, ჯოჯუა, ჩივაძე, საპირი, სვანიძე, მიკუჩაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024