დღეს დინამო არენაზე, ჩვენი გუნდის აკადემიის ხელმძღვანელობა მოზარდ ფეხბურთელთა მშობლებს შეხვდა. საპრესკონფერენციო დარბაზში დინამო თბილისის აკადემიის ხელმძღვანელმა – გიორგი მინაშვილმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა – რიკარდო დევივომ, სელექციონერმა – თეიმურაზ უგრეხელიძემ და აკადემიის ექიმმა გია ღვალაძე მშობლებს ფეხბურთელის განვითარების პროგრამა წარუდგინეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელს, გიორგი მინაშვილს, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
გიორგი მინაშვილი – პირველად ჩატარდა მსგავსი კრება, სადაც მშობლებს აკადემიაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ვუამბეთ. ამავროულად მოხდა აკადემიის პროგრამის პრეზენტაცია, თუ როგორ მოხდება მოზარდი ფეხბურთელების აღზრდა და განვითარება როგორც ტექნიკურ–ტაქტიკურ ასევე ფიზიკურად. ჩვენი მიზანი იყო მშობლებს გაეგოთ და სცოდნოდათ რა შეიცვალა და რა სიახლეები არის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში. ჩვენი დღევანდელი შეზხვედრის მიზანი იყო გაგვეცნო მშობლებისთვის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მზაობა, თუ რამდენად შეესაბამება თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს აკადემიის სტრუქტურა და ინფრასტრუქტურა. მშობლებს გავაცანით სამწვრთნელო მეთოდიკა და სტილი, რომელიც მთლიანობაში ქმნის იმ სისტემას, რომელიც ეხმარება მწვრთნელებს გუნდის მართვაში.