• Geo
  • Eng
26.03.2013
21–წლამდელმა დინამოელებმა სამი გოლი გაიტანეს

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება მალაიზიელ თანატოლებთან გამართული ამხანაგური მატჩით დაასრულა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით  – 7:1 სძლია. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ნაკრებში გამოძახებულმა შვიდივე დინამოელმა მიიღო. არჩილ ტვილდიანი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი და ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე ლაშა ჩაფიძე და ლევან ტყეშელაშვილიც გამოვიდნენ. მოგებულ შეხვედრაში სამმა დინამოელმა – ლაშა პარუნაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა და ლაშა ჩაფიძემ თითო გატანილი ბურთით გამოიჩინა თავი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024