სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის IX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ დავით კვირკველია, ჩისკო და ჯაბა დვალი შეიყვანა. ტურის სიმბულური თერთმეტეულის მწვრთნელი კი დუშან უჰრინი გახლავთ.