ეროვნული ჩემპიონატის XXV ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სტუმრად, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 1:2 სამგურალი არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს გასული წლის დეკემბერში, დინამო არენაზე გამართული დინამო 5:2 ჩიხურა იმსაჯა. 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში ოთარ ხეცაძეს ფეხბურთელებისთვის ყვითელ–წითელი ბარათი არ უჩვენებია.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ოთარ ხეცაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა - 21 თამაში / 91 ყვითელი / 7 წითელი / 7 პენალტი
პირველი ლიგა - 26 თამაში / 98 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი
საქართველოს თასი - 5 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი