• Geo
  • Eng
25.10.2011
დინამო - გაგრას ხვიჩა გაგნიძე განსჯის

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და გაგრა დაუპირისპირდებიან, ხვიჩა გაგნიძე განსჯის. დინამოს მონაწილეობით ბოლო მატჩი ხვიჩა გაგნიძემ გასულ სეზონში იმსაჯა, რომელიც ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. 2011 წლის 25 მაისს დინამომ პრინციპული შეხვედრა ქუთაისის ტორპედოსთან 1:2 დათმო.

მიმდინარე სეზონში უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ხვიჩა გაგნიძემ განსაჯა ვიტ ჯორჯია - მერანი გახლავთ. მატჩი, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, გაგნიძემ  მონაწილე ფეხბურთელებს ოთხჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024