გუშინ წიგნის სახლში, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქალაქ თბილისის 33-ე ბიბლიოთეკა და ფეხბურთის გულშემატკივრები დამეგობრდნენ. ბიბლიოთეკაში გაიხსნა თბილისის დინამოსა და მისი ფანკლუბის– გლადიატორების კუთხე. ასევე გუშინ ინტერნეტჟურნალ Geosports.ge-ს ერთი წელი შეუსრულდა. სადღესასწაულო საღამოს, სლოგანით– ვიკითხოთ წიგნები და ვუგულშემატკივროთ დინამოს, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები, მწერლები, და დინამოს გულშემატკივრები– ფანკლუბ გლადიატორების წევრები დაესწრნენ. მილოცვებს ინტერნეტჟურნალის მისამართით, დინამოელებიც შეუერთდნენ. სადღესასწაულო საღამო საიუბილეო ტორტის დაჭრით დასრულდა.