• Geo
  • Eng
06.04.2013
მწვრთნელები დინამო – ჩიხურას აფასებენ

დინამო არენაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – მატჩი ჩვენთვის თავიდანვე რთული იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ გორის დილამ ვერ მოიგო და გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციას განვიმტკიცებდით, მაგრამ ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ ექვსი რთული მატჩი გველის. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩიხურას ძალიან კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს. შეხვედრაში თავიდანვე მოვახერხეთ სათამაშო ინიციატივის მოპოვება. საკადრო პრობლემებს თამაშამდე ჩვენც გადავაწყდით, – პატრიკ მილხრაუმი დაშავდა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგით, თამაშის მხრივ კი მეორე ნახევრის ხუთწუთიანი მონაკვეთი არ მომეწონა.

 

სოსო ფრუიძე – საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში როდესაც თამაშობ მეტი სითამამე, თავისუფალი თამაში და მეტი თავმოყვარეობაა საჭირო. დღევანდელ თამაშამდე მე არ მაწუხებდა არანაირი ილუზიები, დინამოსთან ქულებს წინასწარ ვერავინ დაგეგმავს. მიმაჩნია, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. წარმატებას ვუსურვებ დინამოს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024