• Geo
  • Eng
08.04.2013
ჩიხურა დუბლებმაც დაამარცხეს

დღეს გაიმართა დუბლების ჩემპიონატის XXVII ტურის შეხვედრა, რომელშიც დინამოს სარეზერვო გუნდი ჩიხურას დუბლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვასილ მაისურაძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 4–2 დასრულდა. ანგარიში მე– 12 წუთზე ილია კერძევაძემ გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ გაგა მურცხვალაძემ აღადგინა წონასწორობა. აქვე აღსანიშნავია, რომ გაგამ კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა და ჰეთ–თრიქი გაიფორმა, შესაბამისად 29– ე და 52– ე წუთებზე. მანამდე 26– ე წუთზე გიორგი ბერიძემ გამოიჩინა თავი. საბოლოო ანგარიში კი ვახტანგ ფოცხვერიამ 86– ე წუთზე დააფიქსირა. 4–2 დინამოს სასარგებლოდ. ამ მოგების შემდეგ დინამომ 59 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში.

დინამო 4:2 ჩიხურა

დინამო: ხაინდრავა, კაკაბაძე, თევზაძე, მელიქიძე (დოლიძე 80), სამხარაძე (მურუსიძე 46), ჭეჭელაშვილი, მაჭავარიანი, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (კიტოვანი 46), მურცხვალაძე (ფოცხვერია 75), მესხი (გოროზია 46)

ჩიხურა: თებიძე, ჩაკვეტაძე, აფხაზავა, გაფრინდაშვილი, ქებურია, ღაღანიძე, შენგელია, ბერიძე, გორდელაძე, კერძევაძე, ქოჩლაძე

გაფრთხილება: თევზაძე 75’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024