• Geo
  • Eng
10.04.2013
დინამო ნახევარფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, ლანჩხუთის გურიასთან გამართეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 3:2 სძლიეს. დინამოელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. მატჩის მესამე წუთზე გიორგი მერებაშვილმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, მერვე წუთზე კი ცრუმოძროაბით მეტოქე გუნდის რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა და დუბლი შეასრულა – 2:0. სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა მეათე წუთზე შემაცირეს, გოლი მიხელ კაკალაძემ გაიტანა. შეხვედრის 82–ე წუთზე გიგა კვერენჩხილაძემ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. შეხვედრის 87–ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი დარკო გლიშიჩმა ჩაჰკიდა, რომლის დამორჩილებაც სტუმართა მეკარემ ვერ მოახერხა – 3:2.

დღევანდელი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა საქართველოს თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 23 აპრილს და 8 მაისს გაიმართება. მომავალი მეტოქის ვინაობა კი კენჭისყრის შედეგად 12 აპრილს, 14:00 საათზე გაირკვევა.

 

დინამო თბილისი 3:2 გურია ლანჩხუთი

გოლები: 1:0 მერებაშვილი (პენ.) 3'

2:0 მერებაშვილი 8'

2:1 კაკალაძე 10'

2:2 კვერენჩხილაძე 82'

3:2 გლიშიჩი 87'

 

დინამო: ლორია, გლიშიჩი, კვარაცხელია, კოტო (სეთურიძე 63'), მერებაშვილი (ტატანაშვილი 72'), პაპავა, ალვარო, დვალი, მენდი (ჩისკო 86'), შაშიაშვილი, გრაიციარი

 

გურია: ძაძამია, ჩუენსუ, თოდუა, დარჩიძე, მაისაშვილი, სარალიძე, შალამბერიძე, შენგელია, კაკალაძე, კვერენჩხილაძე, გოგობერიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024