ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელს, ბატონ გელა ჭანტურიას დღეს 50 წელი შეუსრულდა. ჭანტურია, როგორც ფეხბურთელი წლების მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე კი ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელია. ვულოცავთ ბატონ გელას 50 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და საყვარელი გუნდის დიდ წარმატებებს.