დღეს თვრამეტ აპრილს, გაზეთი კვირის პალიტრა 18 წლის გახდა! პალიტრა მედია იმ პირველი გაზეთის სახელს ატარებს, რომლის გამოცემიდან დაიწყო მისი ისტორია და დღეს იგი ყველაზე მრავალფეროვანი მედია საშუალებების ერთობას წარმოადგენს - 20-მდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი, მათ შორის ქართული სპორტული მედიის ლიდერი გაზეთი ლელო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საიუბილეო მე-14 000-ე ნომერი გამოსცა. ვულოცავთ კვირას პალიტრას დაბადების დღეს და მრავალი წლის მანძილზე ქართველი მკითხველის ერთგულ სამსახურს ვუსურვებთ.