დინამო თბილისის აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ გოჩაშვილი გახლავთ, გასვლით შეხვედრაში ბენდელა–საბურთალო ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მოზარდ დინამოელთაგან ორი გატანილი გოლით გამოირჩა ბზეკალავა, თითო ბურთი კი აბუაშვილმა და აზაროვმა გაიტანეს.
ბენდელა–საბურთალოს წინააღმდეგ დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ლურსმანაშვილი, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, ხვედელიძე, აბუაშვილი, ზურაბიანი
შეცვლაზე შემოვიდნენ: ბარავი, ბექაური, ხორავა, ერაძე, ბეგაშვილი, შიუკაშვილი