დინამო თბილისის ფუტსალის გუნდმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი სეუ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 6:4 დაამარცხა.
დინამოელთა მხრიდან გატანილი გოლებით ლაშა ჯიქია, საბა ელბაქიძე, კახა მაღლაკელიძე და ლაშა-გიორგი ობოლაძე (2) გამოირჩნენ.
დინამო 6:4 სეუ
ძირითადი შემადგენლობა: ცხვედიანი, მაღლაკელიძე, დიხამინჯია, ჯიქია, მაჭავარიანი
სათადარიგო სკამი: ღურჭუმელია - (მ), ფურცელიანი, მერზლიაკოვი, ობოლაძე, მესხი, ელბაქიძე, ქსოვრელი, ქავთარაძე, ხაპოევი
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ მაისაია
დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის შეხვედრას 11 დეკემბერს რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო - sbm.ge