• Geo
  • Eng
03.10.2022
მეორე გუნდის ფრე ხობში

დინამოს მეორე შემადგენლობამ ლიგა 3-ში 21-ე ტურის შეხვედრა გამართა. დედაქალაქელები ხობს ესტუმრნენ და ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდნენ.

 

დედაქალაქელებმა ანგარიში დებიუტშივე გახსნეს. ზუსტი დარტყმა ნიკა უგრეხელიძეს ანგარიშზეა. ტაიმის ბოლოსკენ ლუკა პარკაძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა უპირატესობა. მეორე ნახევარში ასევე ორი გოლი გავიდა, თუმცა ორივე მასპინძელთა სასარგებლოდ. ჯერ გიგა ამბროლაძემ შეამცირა ანგარიში, შემდეგ კი ოთარ ტორაძემ გაათანაბრა და მატჩიც 2-2 დასრულდა.

 

ამ ყაიმის შემდეგ დინამოელებმა 46 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 8 ოქტომბერს ტყიბულის მეშახტესთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024