• Geo
  • Eng
19.04.2013
ზუგდიდი 0:2 დინამო

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მატჩი დინამოელებმა განმუხურში, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის წინააღმდეგ ჩაატარეს და ორბურთიანი სხვაობით - 2:0 იმარჯვეს. დედაქალაქელებმა ანგარიში დაპირისპირების 60-ე წუთზე გახსნეს, გოლი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გველესიანმა გაიტანა. მატჩის 90-ე წუთზე საფინალო ანგარიში კი ლევან ხმალაძემ დააფიქსირა - 2:0 დინამოელთა სასარგებლოდ.

დღევანდელი მოგების შემდეგ თბილისელები 28 ჩატარებულ მატჩში მოპოვებული 66 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ.

 

ზუგდიდი: ძაგანია, სიხარულია, ლომია, აფაქიძე, ონიანი (კობერიძე 90’), გაბედავა, ეხვაია, აქუბარდია, ქვარცხავა, ხუბუა (მალანია 89’), კანკია (კუკავა 78’)

 

დინამო: ლორია, კვარაცხელია, შაშიაშვილი (გველესიანი 21’), გლიშიჩი, სეთურიძე, ხმალაძე, ძარია, გრაიციარი, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 90’), ალვარო

 

გაფრთხილება: გველესიანი, სეთურიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024