• Geo
  • Eng
18.04.2013
ჩვენი მეტოქე - ზუგდიდი

უგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ დინამოელები ხვალ განმუხურში უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის შეხვედრას გამართავენ, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

 

რთიერთშეხვედრათა ისტორია დინამოელთა უპირატესობაზე მეტყველებს. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩვენი გუნდი ზუგდიდურ კლუბებს 37-ჯერ შეხვედრა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 26-ჯერ დაამარცხეს, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელ ფეხბურთელებს დარჩათ. ბურთების შეფარდება 96:27 არის.

 

ათამაშების მანძილზე, მინდინარე სეზონში, თბილისური გუნდი ზუგდიდს სამჯერ დაუპირისპირდა. თბილისში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0, განმუხურში შემდგარ დაპირისპირებაში კი საყაიმო ანგარიში – 1:1 დაფიქსირდა. მეორე ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც დინამო არენაზე გაიმართამ ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.

 

უშან უჰრინის შეგირდები სამი ქულის მოპოვებასა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდებიან. ზუგდიდელი ფეხბურთელები კი იოლად არაფერს დათმობენ.

 

ნტრიგა დინამოსა და ზუგდიდური კლუბების დაპირისპირებას არასდროს მოჰკლებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა დინამოსა და ზუგდიდური გუნდების  შეხვედრისას, მატჩი უკანასკნელ წამამდე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს.

 

ინამოელები ხვალ გასამართ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. დედაქალაქელებმა ჩემპიონატის გასულ ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს, მათსავე მოედანზე სძლიეს. ხვალინდელ მატჩს განსხვავებული განწყობით ეგებებიან ზუგდიდელი ფეხბურთელები. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე ხუთ ჩატარებულ შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვება მოახერხა, უკანასკნელი მატჩი კი 0:2 დათმეს.

 

ნტერესს იწვევს ზუგდიდელთა გამოსვლა. თუ რა შემადგენლობით ეცდება ზუგდიდი ქულათა მარაგის გაზრდას, ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, ჩვენი ვარაუდით კი მეტოქის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ძაგანია, ონიანი, აქუბარდია, აფაქიძე, აკობია, ლომია, გუგუჩია, ეხვაია, კანკია, წურწუმია, სიხარულია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024