უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი განმუხურში, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის.
უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა ეროვნული ჩემპიონატის ქვედა ექვსეულის გასული ტურში გამართული – ვიტ ჯორჯია 0:0 ფოთის კოლხეთი გახლავთ. აღნიშნულ დაპირისპირებაში, მატჩის მთავარ არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა. ორი ყვითელი ბარათი სტუმრებს უჩვენა, ერთი კი – სტუმრებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს თბილისში, დინამო 3:0 ჩიხურა იმსაჯა, სადაც მან მატჩის მონაწილეებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 94 თამაში / 312 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი
პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი - 17 თამაში / 47 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი