დინამოელები 26 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის XXIX ტურის შეხვედრას გორში უახლოეს მდევარ დილასთან გამართავენ. დაირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერით შეგეძლებათ. ტურის ცენტრალური თამაში 16:00 საათზე დაიწყება.
იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეროვნულ ასპარეზზე გამართულ შეხვედრებში, დინამოელები გორელ მეტოქეს მუდმივად ამარცხებდნენ. დღემდე დინამო და დილა ერთმანეთს 48–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში დედაქალაქელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 40 მოგება, 7 ფრე, 1 მარცხი. ბურთების შეფარდება 139:22–ზე არის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ანგარიშით დინამოელებმა მეტოქე 2005 წლის 22 მაისს დაამარცხეს, შეხვედრა 9:0 დასრულდა.
ლურჯ–თეთრები უახლოეს მდევართან ოთხქულიანი სხვაობის გაზრდას შეეცდებია, რითაც, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მიუახლოვდება ჩემპიონის ოქროს მედლებს. დუშან უჰრინის გუნდი სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას უშუალო კონკურენტის დამარცხებით შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დინამოელები გორის გუნდს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. 1 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი, ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 3:2 არის. საინტერესოა, თუ რომელ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს დილას თავკაცი. გორელთა სასტარტო თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება:
შეყრილაძე, კვეირკველია, ალადაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, არზიანი, ბეჭვაია, გოგუა, ლეონარდო რამოსი, მოდებაძე, ნათან ჟუნიორი