8 მაისს ოთხშაბათს, ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.
8 მაისს საქართველოს ჩემპიონატში დინამოს სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 1992 წელს გორში ადგილობრივ დილასთან 2:2 ფრედ დამთავრებულ მატჩში ყაველაშვილმა მოახერხა დუბლის გაფორმება. 1997 წელს თბილისელები ხაშურში ადგილობრივ ივერიას დაუპირისპირდნენ და გივი კვარაცხელიას გოლით 1:0 აჯობეს მეტოქეს. 2005 წელს ზესტაფონთან ჩატარებული მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა.
სსრკ- ს ჩემპიონატში 8 მაისს დინამომ 10 შეხვედრა გამართა. ოთხჯერ იმარჯვეს თბილისელებმა, ოთხჯერ დამარცხდნენ მეტოქესთან და ორი მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსი 15/13. 1940 წელს თბილისელებმა ლენინგრადელ სეხნიებს უმასპინძლეს და ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. ჯეჯელავას ჰეთ-თრიქს თითო გოლი პანიუკოვმა და ბერძენიშვილმა მიამატეს. 1949 წელს დინამომ მოსკოვში სახალხო გუნდი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0. გოლი პაიჭაძის ანგარიშზეა. 1951 წელს ლენინგრადში ზენიტის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, გაგნიძისა და მახარაძის გოლებით 2:1 მოიგო ჩვენმა გუნდმა. 1953 წელს ლენინგრადის დინამოსთან უგოლოდ დასრულდა მატჩი. ორი წლის შემდეგ ასევე ფრედ, ოღონდ 2:2 ითამაშა ჩვენმა გუნდმა კიევის დინამოსთან. თავის გამოჩენა ღოღობერიძემ და კურტანიძემ მოახერხეს. 1958 წელს ლენინგრადის ადმირალტეეცმა 3:1 დაამარცხა დინამო თბილისი. ერთადერთი გოლი მელაშვილის ანგარიშზეა. 1966 წელს ერევნის არარატმა 1:0 აჯობა ჩვენს გუნდს. ტრიუმფალურ 1981 წელს მტკვრისპირელებმა ოთხი უპასუხო ბურთით დაჯაბნა დნეპროპეტროვსკის დნეპრი. ყიფიანმა დუბლი გაახერხა, თითო გოლი კი სულაქველიძის და დარასელიას ანგარიშზეა. 1982 და 1983 წლებში დინამომ ორივე მატჩი 0:3 წააგო, შესაბამისად- ხარკოვის მეტალისტთან და მოსკოვის სპარტაკთან.