• Geo
  • Eng
25.10.2013
დინამო VS ტორპედოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ექვსკაციანი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები კი ჯენერი ხორავა და გიორგი ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი არსენ ნონიკაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა – დინამო 2:1 ზესტაფონი იმსაჯა. გიორგი ვადაჭკორიამ აღნიშნულ შეხვედრაში თბილისელ და ზესტაფონელ ფეხბურთელებს 2–2 ყვითელი ბარათი უჩვენა.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა უეფას ევროპის 17–წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა ფინეთი 0:1 რუმინეთი იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში ქართველმა არბირმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი უჩვენა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ვადაჭკორია

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 102 თამაში / 420 ყვითელი / 19 წითელი / 26 პენალტი

 

პირველი ლიგა – 3 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

მეორე ლიგა – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

საქართველოს თასი – 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024