19 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დინამოელებმა საჩემპიონო მარათონის ბოლოს წინა ტურში მარტვილის მერანი მიიღეს და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების მომტანი გოლი დავით გოცირიძის ანგარიშზეა.
ვალერი გაგუას გუნდს გადამწყვეტი შეხვედრა 12 დეკემბერს ელოდება. ოქროს მედლების ბედი ბენდელას სტადიონზე, საბურთალოსა და დინამოს დაპირისპირებაში გაირკვევა. მოქმედ ჩემპიონებს ტიტულის შესანარჩუნებლად ფრეც ხელს აძლევს. ორივე გუნდმა ბოლო ტურის წინ 45 ქულა დააგროვა, დინამო კი კონკურენტს უკეთესი ბურთების მაჩვენებლით (+1) ჯობნის.
U19 დინამო თბილისი 1-0 მერანი მარტვილი
U19 დინამო: იობაშვილი, გოგოტიშვილი, ხარჩილავა, ლაცაბიძე, კვერენჩხელაძე, ღურწკაია, გოგობერიშვილი, ჩიტაშვილი, თოდუა, შეროზია, გოცირიძე
სათადარიგო სკამი: საური, გვასალია, გოგებაშვილი, ჩიქოვანი, ბუბუტეიშვილი, დანელია, ცეცხლაძე, სალია