• Geo
  • Eng
16.05.2013
საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის გოლით იმარჯვა

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს მოზარდმა ჯვაროსნებმა, რომლებიც შეკრებაზე სერბეთში იმყოფებიან, ადგილობრივ თანატოლთა ნაკრებს 1:0 მოუგეს. გამარჯვების მომტანილი გოლი დინამოელმა, ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები 21 მაისს ბელგიაში გაემგზავრება, სადაც ელიტრაუნდის ჯგუფუტი ეტაპის შეხვედრებს გამართავს.

 

24 მაისი

ინგლისი - საქართველო

26 მაისი

შოტლანდია - საქართველო

29 მაისი

საქართველო - ბელგია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024