• Geo
  • Eng
20.05.2013
დინამო vs ჩიხურა - ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს 22 მაისს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის XXIII ფინალი გაიმართება. ერთმანეთს დინამო თბილისი და ჩიხურა საჩხერე დაუპირისპირდება. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება.

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ასპარეზზე სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3–1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვა. თავის გამოჩენა მოახერხეს: ფეიქრიშვილმა, იაშვილმა, მერებაშვილმა, ხუციშვილმა და გურამ კაშიამ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5–2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა.

საქართველოს თასზე დინამო და ჩიხურა ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ. აქედან სამჯერ იმარჯვა დინამომ, სამი მატჩი ყაიმით დასრულდა და ერთხელაც ჩიხურამ მოიგო. ბურთების ბალანსი 12/4. 2005 წელს ამ გუნდების პირველი სათასო დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა. სახლში ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ, დინამომ გასვლაზე ორი უპასუხო გოლით აჯობა მეტოქეს. 2006 წელს საჩხერელებმა პირველ შეხვედრაში 2-0 აჯობეს თბილისელებს. საპასუხო მატჩი კი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5-1 დასრულდა. 2009 წელს თბილისური მატჩი უგოლოდ ხოლო სტუმრად ჩატარებული თამაში 1-1 მორჩა. 2010 წელს დინამომ 4-0 დაამარცხა თავისი მომავალი მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024