საქართველოს დავით ყიფიანის ფინალურ შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ლაშა სილაგავა განსჯის.
უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში გამართული – მეტალურგი 0:1 დინამო ბათუმი არის, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს განმუხურში გამართული ზუგდიდი 0:2 დინამო იმსაჯა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 97 თამაში / 316 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი
პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი - 17 თამაში / 47 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი