• Geo
  • Eng
21.05.2013
ჩვენი მეტოქე – ჩიხურა

ემპიონი დინამო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას დაპირისპირდება. სეზონის დასკვნითი შეხვედრა 22 მაისს 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაშის პირდპირი ეთერის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

ნტერესს იწვევს დინამოსა და ჩიხურას ხვალინდელი დაპირისპირება. დედაქალაქელები დუბლს უმიზნებენ, დინამო საქართველოს თასის მეათედ მოსაგებად იბრძოლებს. თავის მხრივ არაფერს დათმობს საჩხერის ჩიხურაც.

 

ვალინდელი მატჩის წინ გავიხსენოთ დინამოსა და ჩიხურას ბოლო მატჩები. საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაზე ჩვენი გუნდი საჩხერის საფეხბურთო კლუბს 13–ჯერ შეხვედრია. ჩემპიონატში ჩატარებული 6 მატჩიდან დინამომ 5 შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. დავით ყიფიანის სახელობის თასზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3–ჯერ დინამომ იმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, ერთხელ კი ჩიხურამ მოიგო.

 

რთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დინამოელთა უპირატესობა საგრძნობია. ეროვნულ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დინამოელები საჩხერის ჩიხურას ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. 3 მოგება – 1 ფრე, ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასაგებლოდ 12:4–ზე არის.

 

ამდენიმე ფეხბურთელს მოისაკლისებს საჩხერის ჩიხურა. ხვალინდელ თამაშს გამოტოვებენ გიორგი რეხვიაშვილი და დავით ოდიკაძე, რომლებიც ჩიხურაში განათხოვრების წესით თამაშობენ.

 

ღსანიშნავია, რომ ხვალინდელი მატჩის წინ, დინამოელთა შემადგენლობაში არცერთი დისკვალიფიცირებული მოთამაშე არ არის. საინტერესოა, თუ როგორი იქნება ჩვენი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული. ჩვენი ვარაუდით, მეტოქე შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:

 

სომხიშვილი, კაშია, ჭელიძე, ბერიანიძე, გუშარაშვილი, ჩიკვაიძე, კვასხვაძე, კიკრიტაძე, დეკანოიძე, ჩხეტიანი, გოცირიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024