• Geo
  • Eng
01.01.2023
რამაზ შენგელია და კახი ასათიანი

დღეს ლეგენდარულ დინამოელებს გავიხსენებთ – რამაზ შენგელია 66 წლის გახდებოდა, ხოლო კახი ასათაინი 76-ის.

 

რამაზ შენგელია დინამოს შემადგენლობაში 1977–დან 1988 წლამდე ასპარეზობდა. 403 ჩატარებულ მატჩში გაიტანა 179 გოლი (ჩვენი კლუბის რეკორდი). საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი. 1977 წლის პირველობის მეორეადგილოსანი. 1981 წლის საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი. 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი. 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი. ხუთჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. ფედოტოვის კლუბის წევრი 161 გოლით. მიიღო მონაწილეობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული. საკავშირო ნაკრებში ჩაატარებულ 26 შეხვედრაში, გაიტანა 10 გოლი. ლეგენდარული ფორვარდი ქართულ და მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახს 2012 წელს გამოაკლდა.

 

კახი ასათიანი დინამოს ლურჯ–თეთრ ფორმას ათი წლის განმავლობაში, 1965–1975 წლები ატარებდა. ჩატარებულ 218 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. არის საკავშირო პირველობოს ოთხგზის მესამეადგილოსანი 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. სამჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1967 წელს გახდა სპორტის ოსტატი. სსრკ–ს ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში გაიტანა 5 გოლი. ევროპის 1968 წლის და მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატების მონაწილე. აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ გადაერთო სამწვრთნელო საქმიანობაში და 1978 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. იყო დინამო თბილისის გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. კახი ასათიანი 2002 წელს ტრაგიკულად აღესრულა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024