• Geo
  • Eng
31.12.2022
დინამოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა
გილოცავთ ახალ 2023 წელს! დაე ეს წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
ყველა დინამოელს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს მინდა ახალი წარმატება და წინსვლა ვუსურვო. ჩვენმა გუნდმა საშინაო ასპარეზზე გამარჯვებით დაასრულა სეზონი, მოიპოვა მე-19 ტიტული და მიზანი არც მომავალ წელს შეიცვლება. დინამო 2 კი ლიგა 3-ის ტრიუმფით დასრულების შემდეგ უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ასაკობრივი გუნდები, რომლებმაც თითქმის ყველა ლიგაში ჩემპიონობა მოიპოვეს. ამ წარმატებაში ყველას როლი ფასდაუდებელია - ფეხბურთელების, გულშემატკივრების თუ სამწვრთნელო შტაბის.
ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად მომავალს იმედიანად ვუყურებ. მჯერა, ჩვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მთელი სეზონის მანძილზე გვერდში გვედგა.
აღებული გეზი უცვლელი დარჩება - დინამო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას, მათ ხელშეწყობას და დაწინაურებას.
ასევე მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგლითონი უნდა იყვნენ ახალი თაობისთვის. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ასე იქნება მომავალშიც.
ბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2023 წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024